გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის

ბრძანება # 01-01/93

თბილისი

10 დეკემბერი 2014 .

2015-2016 სასწ/წ ბაკალავრიატში მისაღები კონტინგენტის დამტკიცების შესახებ

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის, გთსუ–ის წესდების მე–5 მუხლის და გთსუ-ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 დეკემბრის სხდომის ოქმი №4 (ამონაწერი) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

დამტკიცდეს გთსუ-ში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის მისაღები კონტინგენტი:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები) - 240 ადგილი
  2. ტურიზმი - 120 ადგილი

სამართლის ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა:

  1. სამართალი - 200 ადგილი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა:

  1. ჟურნალისტიკა - 80 ადგილი
  2. ფსიქოლოგია - 80 ადგილი

  1. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  2. ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

რექტორი

გიორგი მათიაშვილი