გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების დანიშნულებაა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ორგანიზება და გაღრმავება, ეროვნულ და უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირების დამყარება–განვითარება.

განყოფილების მიზნები და ამოცანებია:

  • უნივერსიტეტში ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა–შესრულების პროცესის ორგანიზება და სამუშაოთა მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ანალიზი, ყოველწლიურად ამ კუთხით გაწეული მუშაობის ანგარიშის მომზადება და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისათვის წარდგენა;
  • პროფესორ–მასწავლებელთა, მეცნიერ–თანამშრომელთა და სტუდენტთა სამეცნიერო და სამეცნიერო–პრაქტიკული (საერთაშორისო, ადგილობრივი) კონფერენციების, დისკუსიების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება–ჩატარება;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების, პროექტების შემუშავება–მოძიება, მათი განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი; მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების უცხოეთში სტაჟირების, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის და ა.შ. ხელშეწყობა;
  • სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩაბმა, შესაბამის კათედრებთან /მიმართულებებთან ერთად სტუდენტური სამეცნიერო წრეების შექმნა–განვითარების ხელშეწყობა;
  • დონორ ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება, საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციების მოძიება და უნივერსიტეტის პერსონალის საკონსულტაციო მომსახურება საგრანტო პროექტების მომზადება–განხორციელებისათვის;
  • შიდა საგრანტო კონკურსების ორგანიზება და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო საექსპერტო კომისიის ჩამოყალიბება;
  • საგრანტო–საკონკურსო პროექტებში მონაწილე ჯგუფების საქმიანობის კოორდინირება;
  • სამეცნიერო კვლევების, სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურის, პერიოდული რეფერირებული ჟურნალის გამოცემის ხელშეწყობა;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება.

განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, განყოფილების დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.

განყოფილების უფროსი: ნიკოლოზ ფიცხელაური
ტელ.: (995 32) 266-15-12 +124
ელ. ფოსტა: nikoloz.pitskhelauri@gtuni.edu.ge