ცოდნა, გაცნობიერება

ბაკალავრი მისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს:

  1. საფინანსო-საბანკო სისტემის მნიშვნელობის, აღწერას და განხილვას; საბანკო ოპერაციების აღწერას; ფინანსების მართვის სტრატეგიებისა და კონცეფციების განმარტებას; საერთაშორისო საფინანსო ურთიერთობათა თავისებურებების და მნიშვნელობის გამოკვეთას; რისკების კლასიფიკაციას და სადაზღვევო მექანიზმის განმარტებას;ფულის მიმოქცევის მართვის მექანიზმის შეფასებას
  2. კომპანიის აქტივების შეფაება; შეფასების სისტემის და პრინციპების ახსნა; ფინანსური რისკების მართვის ინსტრუმენტების დასახელება და ჩამოყალბება; კორპორაციის კაპიტალის მართვის მექანიზმის აღწერას; საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის თავისებურებების და ძირითადი ელემენტების, შეფასებას;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

ბაკალავრი მინიმალური მითითებების საფუძველზე შეძლებს:

მისი კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრი შეძლებს:

  1. კომპანიის საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას. მინიმალური ზედამხედველობის პირობებში მისი ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის შეფასებას, ფინანსური ოპერაციების და პროცესების რეგულირებასა და დაგეგმვაში მონაწილეობას;
  2. მარტივი საფინანსო-საბანკო ოპერაციების განხორციელებას, ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანასების ორგანიზაციის საბაზისო საკითხებისა და ფინანსურ ურთიერთობათა შეფასებას; მათ. აპარატის გამოყენებით ფინანსების სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი პარამეტრების შეფასებას;კოპანიის ფინანსური პაკეტის ფორმირებისათვის მცირემასშტაბიანი კვლევის ჩატარებას;

დასაქმების სფერო

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში ხარისხის მიღების შემდგომ ბაკალავრის საქმიანობა შეეძლება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში; საქართველოში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებში, სამრეწველო, აგრო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ობიექტებზე, სამრეწველო საწარმოებში, მომსახურების სფეროების ობიექტებზე, სადაზღვევო კომპანიებში, ტურიზმის დეპარტამენტსა და სააგენტოებში, ჯანდაცვის, განათლების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში.

ბაკალავრის პროფესიული საქმიანობის სფეროა ეკონომიკის რეალური სექტორი, საბანკო სისტემა, ბიზნესი და მეწარმეობა, კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციების ფინნსური ანალიზის, დაგეგმვის, ფინნსების მართვასა და რეგულირებაში მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების პროცესებში მონაწილეობა.

ზემოდ აღნიშნულ სტრუქტურებსა და მათ ქვედანაყოფებშიბაკალავრი შეუძლია დასაქმდეს ფინანსური რესურსების მართვაში, დაგეგმვასა და ორგანიზებაში ქვედა ან შუალედურ რგოლში ფინანსური მემენეჯერის თანაშემწედ, სპეციალისტად, ფინანსურ კონსულტანტად და სხვა შესაბამის პოზიციებზე.